A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მორჩილება

Etym. ლათ. oboedientia (სიტყვიდან ob-audire „ზედმიწევვნით მოსმენა“)
It. Obbedienza
ზოგადი მნიშვნელობით, წმიდა თომა აკვინელის განმარტების თანახმად, მორჩილება არის სამართლიანობასთან დაკავშირებული „ზნეობრივი სათნოება, რომელიც განსაზღვრავს ქვეშევრდომთა დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასთან და განაწყობს ადამიანის ნებას ზემდგომის განკარგულების შესასრულებლად“. ბიბლიაში მორჩილება ღმრთის სიტყვისა და ნების მიღებას აღნიშნავს. იესო ამგვარი მორჩილების უბადლო ნიმუშია (ლუკ. 2:48; რომ.5:19), რადგან იგი მამის მორჩილი იყო სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე (ფილ. 2:8). ამ მიზეზითაა მორჩილება ერთ-ერთი სამ სახარებისეულ რჩევათაგან და სამოწესეო ცხოვრების საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მოწესეები და მონაზვნები ვალდებულებას იღებენ, საკუთარი ნება დაუქვემდებარონ კანონიერ ზემდგომებს, წინამძღვრებს, რომლებიც ცალკეული ინსტიტუტების წესდებათა შესაბამისად განკარგულებათა გაცემისას ღმრთის წარმომადგენლები არიან (LG, 42; Pჩ, 41; CIC, კან. 601). სადიოცეზო მღვდელმსახურები არ დებენ მორჩილების აღთქმას, თუმცა მღვდლად ხელდასხმის დღეს ეპისკოპოსის მიმართ „მორჩილების პირობას“ დებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9