| | |
ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს:
ა) ფართო მნიშვნელობით, აღნიშნავს მონანიების საიდუმლოს მთლიანობაში, ანუ მოიცავს მის ყველა ნაწილს: სინდისის ქენჯნას, სინანულს, განზრახვას, ცოდვათა აღიარებას, მონანიებას;
ბ) ვიწრო მნიშვნელობით, აღნიშნავს ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ ნაწილს: მონანიე ადამიანის მიერ აღსარების მიმღები მოძღვრის წინაშე ცოდვათა აღიარების მომენტს;
გ) იურიდიული ტერმინოლოგიდან აღებული: რამე ფაქტის ან მოვლენის საჯარო აღიარების მნიშვნელობით, აღნიშნავს საკუთარი რწმენის საჯარო აღსარებას;
დ) შეიძლება აღნიშნავდეს ფორმულარს, რომელიც შეიცავს სარწმუნოების მთავარ დოგმატებს, როგორებიცაა, მაგალითად, აუგსბურგის აღსარება (1530) ლუთერელთათვის და ლა როშელის აღსარება (1559-1571) ფრანგი რეფორმატორებისთვის. უძველესი ეკლესიის რწმენის აღსარებებს „სიმბოლოები“ ეწოდება: ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, მოციქულთა სიმბოლო, ათანასეს სიმბოლო; ისინი ანგლიკანური, ლუთერული და რეფორმირებული ეკლესიების მიერაცაა აღიარებული;
ე) ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს აგრეთვე სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიას, ანუ იმ ეკლესიათა ერთობლიობას, რომლებიც რწმენის ერთსა და იმავე აღსარებას იყენებენ. მაგალითად, ლუთერული ან რეფორმირებული ეკლესიის აღსარება (გამოიყენება ასევე გამოთქმა: ლუთერული ან რეფორმირებული ეკლესიის თანაზიარება);
ვ) ადგილი, სადაც მოწამემ მოწამეობა მიიღო ან დაიკრძალა (აღსარების საკურთხეველი).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |