A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უცდ უცხ

უცდომლობა

It. Infallibilita
სარწმუნოების ან ზნეობის საკითხზე აზრის გამოთქმისას ეკლესიის მოძღვრების მიერ შეცდომის დაშვების შეუძლებლობა. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო შეუცდომლობის შესახებ გვაუწყებს: „მოციქულთა მიერ გადმოცემული რწმენის სიწმიდით ეკლესიის შესანარჩუნებლად ქრისტემ, ვინცაა ჭეშმარიტება, ისურვა, ეკლესია თავისი უცდომლობის თანამონაწილე გაეხადა. „სარწმუნოების ზებუნებრივი არსის“ მეშვეობით ღმრთის ხალხი „შეუმცდარად მიემხრობა სარწმუნოებას“ ეკლესიის მოძღვრების ხელმძღვანელობით. ეკლესიის მოძღვრების მისია ღმრთის მიერ თავის ხალხთან დადებული აღთქმის გადამწყვეტ ხასიათს უკავშირდება. ეს მისია მოიცავს სწორი გზიდან გადახრისა და დაცემისაგან ღმრთის ხალხის დაცვასა და მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების უცდომლად აღსარების ობიექტური შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მაშასადამე, ეკლესიის მოძღვრების სამწყსო ამოცანაა, თვალი ადევნოს იმას, რომ ღმრთის ხალხი გამანთავისუფლებელ ჭეშმარიტებაში დარჩეს. ამ მსახურების აღსასრულებლად ქრისტემ სულთა მწყემსებს მიანიჭა სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხში შეუცდომლობის ქარიზმა, რომლის მოქმედებას სხვადასხვა ფორმა და ხასიათი შეიძლება ჰქონდეს. „თავისი მსახურებიდან გამომდინარე, ამ შეუცდომლობით სარგებლობს რომის პონტიფექსი, ეპისკოპოსთა კოლეგიის მეთაური, როდესაც ყველა მორწმუნის უმაღლესი მოძღვრისა და მასწავლებლის ხარისხში, სარწმუნოებასთან ან ზნეობასთან დაკავშირებულ მოძღვრებას აცხადებს საბოლოო აქტით და ამგვარად რწმენაში განამტკიცებს თავის მოძმეთ... ეკლესიისათვის დაპირებული უცდომლობა მოიცავს, აგრეთვე, ეპისკოპოსთა მთლიანობასაც, როდესაც ის აღასრულებს უმაღლეს მოძღვრებას პეტრეს მემკვიდრესთან ერთად“ (LG, 25), უმთავრესად, მსოფლიო კრებაზე. როდესაც ეკლესია თავისი უმაღლესი მოძღვრების მეშვეობით წარმოადგენს რამეს, რაც ღმრთის მიერ გამოცხადებულად, ქრისტესმიერ სწავლებად უნდა ვირწმუნოთ, „ასეთ განსაზღვრებებს რწმენისმიერი მოწიწებით უნდა მივემხროთ“ (LG, 25). ეკლესიის უცდომლობა მოიცავს „ღმრთაებრივ გამოცხადებას“ მთლიანობაში (CCC, 889-891).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9