ქალდეური ან ასირიულ-აღმოსავლური წესის კათოლიკეები. სახელდება მომდინარეობს ძველი ქალდეის (მესოპოტამია) რეგიონის სახელწოდებიდან. ნესტორიანელობიდან კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოქცეული ქალდეველნი რომის ეკლესიას პირველად დაახლოებით XVI საუკუნის შუახანებში შეურთდნენ იოანე სულაყას ძალისხმევის შედეგად, რომელიც 1555 წელს მოწამებრივად მოკვდა სწორედ ამ შეერთების გამო. როგორც შიდა, ისე რომთან მრავალრიცხოვან დაპირისპირებათა და გაუგებრობათა შემდეგ პაპმა ლეონ XIII-მ ქალდეველთა ეკლესიას პატრიარქისა და ეპისკოპოსთა არჩევის უფლება დაუბრუნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4