A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აღა აღდ აღვ აღზ აღთ აღკ აღმ აღს აღყ

აღყვანება

Etym. ლათ. adsumptio, წარმოებული სიტყვიდან adsumere „მიღება“
It. Assunzione
აღნიშნავს ზეციურ დიდებაში მარიამის აღყვანებას სამშვინველითა და სხეულით. მარიამის აღყვანება დოგმაა, რომელიც 1950 წლის 1 ნოემბერს საზეიმოდ გამოაცხადა პაპმა პიუს XII-მ სამოციქულო დადგენილებით Munificentissimus Deus. ლიტურგიული წლის განმავლობაში ის ერთ-ერთია მარიამისადმი მიძღვნილი სამი დიდი დღესასწაულიდან და აღინიშნება 15 აგვისტოს. ეს საიდუმლოება საუკუნეთა მანძილზე იყო შემონახული აღმოსავლეთისა და დასავლეთის სხვადასხვა ეკლესიებში. დასავლეთში პაპ სერგი I-ის დროს (VII ს.) აღინიშნებოდა „მიძინების“ დღესასწაული. აღყვანება განიხილება არა იმდენად მარიამის აპოთეოზად, რამდენადაც იესო ქრისტეს მიერ ბოროტებაზე გამარჯვებასთან ქრისტიანის ნამდვილი შეერთების ნიშანად, როგორც დასტური ჩვენი მომავალი მონაწილეობისა მაცხოვრის დიდებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9