A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უკა უკვ

უკვდავება

It. Immortalità
L. immortalitas
ტერმინი აღნიშნავს სიკვდილის შემდეგ არსებობის გაგრძელების რწმენას, რომელიც დასაბამიდანვე რელიგიასთან იყო დაკავშირებული. ქვის ხანის ადამიანებს სიკვდილის შემდეგ პიროვნული არსებობა სწამდათ. ბერძნულ სამყაროში უკვდავებისა და სამშვინველის უკვდავების შესახებ უმთავრესად პლატონი საუბრობდა. ეს ცნება, მკვდრეთით აღდგომის ცნებასთან ერთად, ეკლესიის მოძღვრების ნაწილად იქცა (DS, 902) და უკვდავების ქრისტიანული კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად მისი ამაღლების რწმენაში ქრისტიანთათვის ცხადია, რომ სიკვდილის შემდეგ ახალი სიცოცხლე დედამიწაზე ახალი სხეულის შეძენაში კი არ მდგომარეობს, არამედ სხეულებრივი არსებობის გარდასახვაში მამა ღმერთთან თანაზიარებად. ამასთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამბობს: „ყველანი აღდგებიან იმ სხეულებით, რომელთაც ახლა ფლობენ“ (999), მაგრამ ეს სხეული დიდების სხეულად, „სულიერ სხეულად“ გარდაიქმნება (1 კორ. 15:44).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9