A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
ულტ

ულტრამონტანიზმი

Etym. ლათ. ultra montes „მთებს გადაღმა“
It. Ultramontanismo
ალპებს მიღმა მდებარე ქვეყნებში შექმნილი ეს ტერმინი (მთებს იქით, ანუ, იქ, სადაც რომი მდებარეობს) ზოგადად აღნიშნავს ტრიდენტის კრების შემდგომ ცენტრალიზებისაკენ მიმართულ და ინტეგრალისტური ხასიათის კათოლიკობას. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ეკლესიაში საყოველთაო საეპისკოპოსოსა და პაპის უცდომლობის მომხრეთა აღსანიშნავად გამოყენებული ეს ტერმინი კურიისტის, განმანათლებლობის მოწინააღმდეგის სინონიმად იქცა. XIX საუკუნეში ულტრამონტანიზმის ცნებამ ნაწილობრივი სახეცვლილება განიცადა, რადგანაც უკვე პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწე კათოლიკეთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა, რომელთაც „არანაციონალისტურ“ დამოკიდებულებას უსაყვედურებდნენ. ულტრამონტანიზმის ძირითად საყრდენებად იქცა კონსერვატიზმი (ნორმათა, ტრადიციათა, ინსტიტუციათა ზედმიწევნით დაცვა და შენარჩუნება) და ცენტრალიზმი (საეკლესიო აპარატის სიხისტე, პაპის სასულიერო ძალაუფლების და იურისდიქციის უფლების გავრცობა და რომის კურიის დომინირება), რასაც თან ერთვოდა გამოკვეთილი საეკლესიო და თაყ ვანისცემითი ღმრთისმოსაობა (ზოგჯერ პაპის გადაჭარბებული თაყვანისცემაც) და განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ ამგვარივე გამოკვეთილი შეუწყნარებლობა. ულტრამონტანიზმის მოძრაობის განვითარების გამოკვეთილ ეტაპებად იქცა სქოლასტიკური ფილოსოფიისა და მეტაფიზიკისათვის წამყვანი როლის მინიჭება და საყოველთაო საეპისკოპოსოსა და ვატიკანის I კრების მიერ მოწონებული პაპის უცდომლობის მოძღვრება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9