ისრაელის რელიგიური მოძღვარი, რომლის პროტოტიპიც იყო აარონი (ლევ. 8-9; ზირ. 45:6-22; შდრ. ებრ. 8:3, შმდ.). იგი აღასრულებდა ყოველდღიურ მსხვერპლშეწირვას (გამ. 29:42), კიპურის დროს შედიოდა წმიდათაწმიდაში (ლევ. 16:2). განდევნის შემდეგ მას დაეკისრა, აგრეთვე, სინედრიონის მეთაურის პოლიტიკური ფუნქციაც (შდრ. 1 მაკ. 14:28, შმდ.; მათ. 26:57). თავდაპირველად უმაღლესი მღვდელმსახურის წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდა და სიცოცხლის ბოლომდე ენიჭებოდა (რიცხ. 20:26, შმდ). ახალ აღთქმაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც ახალი აღთქმის უმაღლესი მღვდელმსახური (ებრ. 4:14; 6:20; 9:11.24; 10:20).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4