A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

EX
EX EXS EXT

Extra ecclesiam nulla salus

Etym. ლათ. „ეკლესიის მიღმა ხსნა არაა“
გამოთქმა, რომელიც III საუკუნეში, კონკრეტულ ვითარებაში კიპრიანემ დაამკვიდრა: საუბარია ეკლესიის მიტოვებაზე ადამიანთა მიერ, რომლებიც, მათი აზრით, ქრისტიანობის უკეთესი ფორმის საძიებლად მიემართებიან. ამგვარად, ფრაზას გაფრთხილების მნიშვნელობა აქვს: საეკლესიო საკრებულოსაგან განცალკევება ხსნისაგან დაშორებასაც ნიშნავს. ამ ფრაზის ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯას შედეგად მოჰყვება მის საფუძველზე თეორიების შექმნა არაკათოლიკეთა და მოუნათლავთა მარადიული ბედის შესახებ, რაც ფრაზის არსის არასწორად გაგებასა და განმარტებას ეფუძნება. თუმცა სიმართლეა, რომ ეკლესია საყოველთაო ხსნას ემსახურება და რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქრისტესთან ურთიერთობის დამყარება, – მაშინაც, თუ მას არ იცნობს (შდრ. Gaudium et spes, 22).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9