A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

EX
EX EXS EXT

Ex opere operato/Ex opere operantis

Etym. ლათ. გამოთქმები
თავდაპირველად ეს განსაზღვრება შემოიღეს იმისათვის, რათა ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო იესოს ჯვარზე გაკვრის კონკრეტულ აქტში მისი მხსნელი ობიექტური მნიშვნელობა ჯალათთა სუბიექტური ქმედებისაგან. საიდუმლოთა თეოლოგიაში გამოთქმამ შემდეგ საიდუმლოს ნამდვილობისა და ქმედითობის მნიშვნელობა შეიძინა. საიდუმლო, როგორც ღმრთაებრივი აქტი, თავისივე ძალით მოქმედებს, როგორც ნიშანი სიყვარულის ღმრთისმიერი (opus operatum) უპირობო ბოძებისა, რომელიც განცალკევებულია ამ საიდუმლოს მიმღების ან აღმსრულებელის სუბიექტური განწყობისაგან. ეს განწყობა განწმიდავების ქმედითი მიზეზი კი არაა, არამედ მხოლოდ მისი პირობა (opus operantis).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9