(„პაპის წელიწდეული“) ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს მიერ გამოცემული კათოლიკე ეკლესიისა და კათოლიკური იერარქიის ყოველწლიური ოფიციალური ნუსხა. ქვეყნდება 1716 წლიდან. შეიცავს: პაპთა და კათოლიკური იერარქიის სრულ ჩამონათვალს; საეკლესიო ოლქების გეოგრაფიულ დანაწილებას, ეკლესიის წესთა და პიროვნულ პრელატურათა ჩამონათვალს; გარდა ამისა, მასში თავმოყრილია სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები რომის კურიის, წმიდა საყდართან დაკავშირებული დაწესებულებების, წმიდა საყდართან არსებული დიპლომატიური კორპუსის, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს, რომის სავიკარიუსოს, რელიგიური ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლებლების, პაპის აკადემიებისა და სხვადასხვა სამსახურების შესახებ, საეკლესიო ოლქებისა და პიროვნებათა სახელების ანბანური ნუსხა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4