Etym. ბიზანტიური ბერძ. სიტყვიდან kámasos „ტუნიკა“ კოჭებამდე გრძელი, გვერდებზე ზონარით შემოჭერილი სელის თეთრი სამოსი (რის გამოც მას ასევე alba ეწოდება), რომელსაც მღვდელმსახურები ლიტურგიული მსახურების აღვლენისას იცმევენ. მომდინარეობს ტუნიკიდან, რომელსაც ძველი ბერძნები და რომაელები დამოუკიდებლად ან სხვა სამოსის ქვეშ ატარებდნენ. 830 წელს ლეონ IV-მ დააწესა წმიდა მსახურების დროს ჩვეულებრივისგან განსხვავებული პერანგის ტარება. ამგვარად, როდესაც საეროთა შორის ტუნიკის, როგორც სამოსის, ტარების ჩვევა დავიწყებას მიეცა, პერანგი შენარჩუნდა ლიტურგიაში და წმიდა სამოსად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4