A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდათა თანაზიარება

It. Comunione dei santi
ტერმინს აქვს ორი მნიშვნელობა: წმიდა საგნებთან თანაზიარება და წმიდა პირთა შორის თანაზიარება (შდრ. CCC, 948). საბოლოო ჯამში, წმიდათა თანაზიარება თვით ეკლესიაა, სადაც ღმრთისმოსაობით ჩადენილი ყველაზე მცირე ქმედებაც კი სასიკეთო გამოძახილს იძენს ყველასათვის, სწორედ წმიდათა თანაზიარების სოლიდარობის ძალით და სადაც ყოველი ცოდვა ამ თანაზიარებისთვის ზიანის მომტანია (შდრ. CCC, 953). წმიდათა თანაზიარების კავშირი მოიცავს: მებრძოლ ეკლესიას (დედამიწაზე არსებული ყველა მლოცველი მორწმუნე, აგრეთვე, ცოდვილებიც, თუნდაც სრულად არ მონაწილეობდნენ მასში), განმწმედელ ეკლესიას (გარდაცვლილნი, რომლებიც განიწმიდებიან) და მოზეიმე ეკლესიას (ნეტარნი სამოთხეში).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9