A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა გული

It. Sacro cuore
კათოლიკური თაყვანისცემის გამოხატულება, რომელიც აღნიშნავს ქრისტეს სიყვარულს ყველა ადამიანის მიმართ. შუა საუკუნეებში აღმოცენებული თაყვანისცემის ეს სახეობა გავრცელდა წმიდა იოანე ეუდესის (1601-1680) და, უმთავრესად, წმიდა მარგარიტა მარია ალაკოკის (1647-1690) დამსახურებით. ამ უკანასკნელმა, რამდენიმე ხილვის შემდეგ, ქრისტიანებს თვის პირველი პარასკევის წესის დაცვა ურჩია (იმქვეყნად კეთილად წასვლის უზრუნველსაყოფად მორწმუნე ცხრა თვის განმავლობაში ყოველი თვის პირველ პარასკევს უნდა ეზიაროს). 1856 წელს პაპმა პიუს IX-მ მთელი ეკლესიიასთვის დაადგინა იესოს წმიდა გულის დღესასწაული, რომელიც სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ მესამე პარასკევს აღინიშნება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9