A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა ადგილები

It. Luoghi santi
რელიგიურ ტრადიციასთან ან მათი დამაარსებლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებული ადგილები ან ძეგლები. ქრისტიანთათვის წმიდად მიიჩნევა ის ადგილები პალესტინაში, სადაც იესოს უცხოვრია და უმოღვაწია. ამჟამად ამ ადგილებზე აგებულია საღმრთო ნაგებობები, როგორებიცაა, მაგალითად, ბეთლემის შობის ბაზილიკა, საიდუმლო სერობის ტაძარი, გეთსემანიის ბაღი, წმიდა საფლავის ბაზილიკა და იერუსალემის გოლგოთას ბაზილიკა, ხარების ბაზილიკა ნაზარეთში და სხვა. ებრაელები წმიდა ადგილებად მიიჩნევდნენ გოდების კედელს, რომელიც ძველი ტაძრის ნანგრევს წარმოადგენს. მუსლიმთა წმიდა ადგილია ქააბა მექაში, ომარის მეჩეთი იერუსალემში და სხვ. ყველაზე მეტი წმიდა ადგილი უეჭველად იერუსალემშია თავმოყრილი, სადაც სამი მონოთეისტური რელიგიის – ებრაელობის, ქრისტიანობისა და ისლამის - ნიშნებია აღბეჭდილი. დროთა განმავლობაში წმიდა ადგილთა ფლობა და დაცვა არაერთხელ იყო კონფლიქტებისა და დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, არამედ თვით ქრისტიანთა შორისაც (ლათინური წესის კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, სომხები, კოპტები, სირიელები). 1950 წელს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციამ მოიწონა ყველა წმიდა ადგილის თავისუფლად მონახულებისა და იერუსალემის ინტერნაციონალიზაციის იდეა. წმიდა ადგილთა თავისუფალი მონახულების საკითხზე შეთანხმება ადვილად შედგა, თუმცა იერუსალემის ინტერნაციონალიზაციის წინადადება უარყვეს როგორც არაბებმა, ისე ებრაელებმა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9