A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წირვის აღსასრულებელი შესაწირავი

It. Offerta per la celebrazione della messa
შესაწირავი, რომელსაც მორწმუნეები აძლევენ წირვის აღმსრულებელს, რათა წირვა მათი განზრახვის თანახმად აღსრულდეს, რითაც, აგრეთვე, ხელს უწყობენ ეკლესიის კეთილდღეობასა და, უმთავრესად, მღვდელმსახურის რჩენას (შდრ. CIC, კან. 946). ეს ტრადიციული, ეკლესიის მიერ მოწონებული და რელიგიური ღირებულების მქონე ჩვეულებაა. თუმცა, „წირვის შესაწირავი ყოველმხრივ უნდა იყოს დაშორებული ვაჭრობისა და მოლაპარაკების თუნდაც შორეულ მინიშნებას“ (CIC, კან. 947). წირვის აღმსრულებელი ან თანააღმსრულებელი ყოველი მღვდელმსახურისთვის ნებადართულია, მიიღოს შეთავაზებული შესაწირავი, რათა წირვა განსაზღვრული განზრახვის თანახმად აღასრულოს. ამავე დროს, მღვდელმსახურებმა წირვა უნდა წარმართონ მორწმუნეთა – განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბთა – განზრახვის თანახმად, ყოველგვარი შესაწირავის მიღების გარეშეც (CIC, კან. 945).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9