A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წინასწარგანსაზღვრულობა

It. Predestinazione
L. praedestinatio
აღნიშნავს ღმრთის მიერ მარადისობიდან განსაზღვრულ გეგმას, მიმართულს თითოეული ადამიანის ხსნისკენ. ახალი აღთქმიდან აღებულ ტერმინს თეოლოგიური ტრადიცია ადასტურებს (ავგუსტინე, თომა აკვინელი); ის ხაზს უსვამს ყველასთვის და არა მხოლოდ რჩეულთათვის, განკუთვნილი ხსნის ცნებას: „ღმერთს ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმ., 2:4). თუმცა, თავისი თავისუფლებიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს ღმრთის მიერ ჩაფიქრებულ ხსნის გეგმას: „ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“ (მათ. 22:14). წინასწარგანსაზღვრულობის თემა, რომელიც მოიცავს, აგრეთვე, ღმრთის მხსნელი ნების, ადამიანის თავისუფლების, სიკეთისა და ბოროტების ჩადენის მისი უნარის საკითხებს, საუკუნეთა მანძილზე არაერთი კამათის საგანი გახდა, რომლებმაც ზოგჯერ მცდარ და ერეტიკულ იდეებს მისცეს დასაბამი (მაგ., კალვინელობა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9