A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კოლეგიურობა

Etym. ლათ. collegium „კოლეგია“, ერთობლიობა პირთა, რომლებიც ჩვეულებრივ რამე საერთო მიზნით ერთიანდებიან
It. Collegialità
აღნიშნავს ეკლესიის სტრუქტურის ძირეულ ასპექტს და მიემართება ეპისკოპოსობას, რომელიც თავისი ბუნებით კოლეგიურია. „პირი საეპისკოპოსო ორგანოს ნაწილად იქცევა საიდუმლოებრივი კურთხევის ძალით და კოლეგიის მეთაურთან (პაპი) და მის წევრებთან იერარქიული თანაზიარების მეშვეობით“ (LG, 22). საეპისკოპოსო კოლეგიურობა - გამოხატულება თანაზიარებისა, რომელიც აკავშირებს ყველა კათოლიკე ეპისკოპოსსა და პაპს – საზეიმოდ ხორციელდება მსოფლიო კრებაზე ან „მსოფლიოში გაფანტულ ეპისკოპოსთა ერთობლივი მოქმედებით, თუკი ის გამოცხადდა ან ნებადართულ იქნა რომის პონტიფექსის მიერ, იმგვარად, რომ განხორციელდეს ჭეშმარიტი კოლეგიალური ქმედება“ (CIC, კან. 337).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9