A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონგრეგაციები

Etym. ლათ. congregatio „თავშეყრა“, „ერთობლიობა ერთად შეკრებილი მრავალი ადამიანისა“
It. Congregazioni
ტერმინს მრავალი მნიშვნელობა აქვს:
ა) რელიგიური კონგრეგაციები: რელიგიური ინსტიტუციები, რომელთა წევრებიც დებენ როგორც მუდმივ, ისე დროებით მარტივ აღთქმებს (სამოწესეო ორდენებს კი საზეიმო აღთქმები ახასიათებს);
ბ) სამონასტრო კონგრეგაციები: რამდენიმე დამოუკიდებელი მონასტერი, გაერთიანებული უფრო დიდ ასოციაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ბოირონის ბენედიქტელთა კონგრეგაცია;
გ) საქმელმოქვედო კონგრეგაციები: რელიგიური ასოციაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ღმრთისმოსაობის ცალკეულ გამოხატულებათა გავრცელებას ან სამყაროში სახარებისეულ რჩევათა შესრულებას, თუმცა მათი წევრები არ მისდევენ ერთად ცხოვრების წესს და არ ატარებენ რამე განსაკუთრებულ გამორჩეულ სამოსს:
დ) რომაული, ანუ საკარდინალო კონგრეგაციები: რომის კურიის ორგანოები, რომელთაც კარდინალი ხელმძღვანელობს. ეს უწყებები ეკლესიის ძირითად საქმიანობას წარმართავენ. ესენია: სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაცია, საღმრთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაცია, წმიდათა საქმეების კონგრეგაცია, ეპისკოპოსთა კონგრეგაცია, ხალხთა მოქცევის კონგრეგაცია, სასულიერო პირთა კონგრეგაცია, ღმრთივშეწირული ცხოვრების ინსტიტუციათა და სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებათა კონგრეგაცია, სემინარიების, სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების კონგრეგაცია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9