A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონგრეგაციონალიზმი

Etym. ინგლ. სიტყვიდან congregationalism
It. Concregazionalismo
უმთავრესად ანგლოსაქსურ ქვეყნებში გავრცელებული რეფორმისტული ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ამკვიდრებს მორწმუნეთა თითოეული საკრებულოს (კონგრეგაციის) აბსოლუტურ დამოუკიდებლობას რწმენისა და საეკლესიო მოძღვრების საკითხებში. კონგრეგაციონალიზმი ინგლისის ეკლესიის საწინააღმდეგოდ აღმოცენდა, მისი მთავარი წარმომადგენლები არიან რობერტ ბრაუნი და ჯონ რობინსონი. ამ მოძრაობის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებულმა რამდენიმე წევრმა დასაბამი მისცა ამერიკულ კონგრეგაციონალიზმს, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9