A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონკლავი

Etym. ლათ. სიტყვიდან conclave „გასაღებით დაკეტილი ოთახი“
It. Conclave
ტერმინი აღნიშნავს როგორც ადგილს, სადაც იკრიბებიან კარდინალები პაპის ასარჩევად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე რჩებიან დღისით და ღამით, ასევე, კარდინალთა შეკრებას ამავე მიზნით. ძველად პაპს რომის მღვდელმსახურები და მორწმუნეები ირჩევდნენ. 1059 წელს ნიკოლოზ II-მ ბულით In nomine Domini დაადგინა, რომ პაპის არჩევნებში მხოლოდ კარდინალებსა და ეპისკოპოსებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 1179 წელს კი ალექსანდრე III-მ დადგენილებით Licet de vitanda პაპის არჩევის პატივი მხოლოდ კარდინალთა კოლეგიას მიაკუთვნა და არჩევისთვის აუცილებელი კვორუმი–მონაწილეთა ორი მესამედი–დააწესა. პაპის კონკლავზე (ანუ, დახურულ ადგილას, ნორმირებული კვების პირობებში, რაც წმიდა საყდრის ვაკანტურობის ზედმეტად გახანგრძლივების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად) არჩევის აუცილებლობა 1274 წელს ლიონის კრებაზე გრიგოლ X-მ დაამტკიცა. კონკლავის ყოველი დეტალი გასაიდუმლოებულია, რამის გამჟღავნება კი განკვეთით ისჯება. პაპის ასარჩევად კენჭისყრა დღეში ოთხჯერ იმართება სიქსტეს კაპელაში: თუ პაპი არ იქნა არჩეული, კენჭისყრის ბარათებს ნოტიო ქაღალდის ფურცლებთან და ბურბუშელასთან ერთად წვავენ, შავი ფერის კვამლის მისაღებად. თეთრი კვამლი კი იმის მიმანიშნებელია, რომ პაპი აირჩიეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9