A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრო

კრება

Etym. ლათ. სიტყვიდან concilium, „თავშეყრა“, „შეკრება“
It. Concilio
ეპისკოპოსთა თავყრილობა, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხთა განსახილველად შეიკრიბნენ და იღებენ გადაწყვეტილებებს სამოძღვრო, წესებისა და სამწყსო საკითხებზე. კრება მსოფლიოა, როდესაც კანონიერად თავს უყრის საყოველთაო ეკლესიის წარმომადგენელ ყველა ეპისკოპოსსა და სხვა მღვდელმსახურთ და მოწვეულია რომის პონტიფექსის მიერ. მას აქვს უფლება, უთავმჯდომარეოს კრებას პირადად ან შემცვლელ პირთა მეშვეობით, გადაიტანოს, დაშალოს კრება და დაამტკიცოს მისი დეკრეტები (CIC, კან. 338). სულ გაიმართა 21 მსოფლიო კრება:
1) ნიკეის (325);
2) კონსტანტინოპოლის I (381);
3) ეფესოს (431);
4) ქალკედონის (451);
5) კონსტანტინოპოლის II (553);
6) კონსტანტინოპოლის III (680- 681);
7) ნიკეის II (787);
8) კონსტანტინოპოლის IV (869-870);
9) ლატერანის I (1123);
10) ლატერანის II (1139);
11) ლატერანის III (1179);
12) ლატერანის IV (1215);
13) ლიონის I (1245);
14) ლიონის II (1274);
15) ვენის (1311-1312);
16) კოსტანცის (1414- 1418);
17) ბაზელ-ფერარა-ფლორენციის (1431-1437);
18) ლატერანის V (1512-1517);
19) ტრიდენტის (1545-1563);
20) ვატიკანის I (1869-1870);
21) ვატიკანის II (1962- 1965).
პლენარული ეწოდება კრებას, რომელიც ეპისკოპოსთა ერთი და იმავე კონფერენციის ყველა ეკლესიისთვის და მათი მონაწილეობით ტარდება (CIC, კან. 439), პროვინციული კრება კი ერთი და იმავე საეკლესიო პროვინციის ეპისკოპოსთა კრებას ეწოდება (CIC, კან. 440).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9