A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოყვასი

Etym. ლათ. proximus, აღმატებითი ხარისხის ფორმა სიტყვისა prope „ახლობელი“
It. Prossimo
ისრაელში ასეთად მიიჩნეოდა ადამიანი, რომელიც არ განეკუთვნებოდა გვარს, მაგრამ გვარის ახლობელი იყო, როგორც თანამემამულე და ღმრთის ხალხის წარმომადგენელი (ეს. 20:16; ლევ. 19:13.16.18; რჯლ. 5:1; 24:14, შმდ.; იერ. 22:13; მალ. 3:5), აგრეთვე ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი (ეს. 22:20; ლევ. 19:34; რჯლ. 10:18; 24:17; 27:19; ფსალმ. 146:9), ზოგჯერ მტერიც (ეს. 23:4, შმდ.; პროკლ. 25:21; იერ. 15:11). იესო ამ ცნებას ყველა ადამიანზე ავრცელებს (მათ. 5:44, შმდ.; ლუკ. 10:25-37; იოან. 13:34, შმდ.; რომ. 13:8, შმდ.; გალ. 6:2.10) და აცხადებს, რომ ყოველი ადამიანი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც უნდა გვიყვარდეს ღმერთი (მათ. 22:36-40; მარკ. 12:28, შმდ; ლუკ. 10:25, შმდ,; 1იოან. 4:20). კეთილი სამარიტელის იგავში აღნიშნულია, რომ მოყვასი ის კი არ არის, რომელიც ჩვენ გვიკეთებს სიკეთეს, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომლსაც შეიძლება სიკეთე გავუკეთოთ (ლუკ. 10:25-37).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9