ასე ეწოდა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში აღმოცენებულ მრავალრიცხოვან ერეტიკულ სექტათა მიმდევრებს. ისინი მოციქულთა მაგალითით (რამაც განაპირობა მათი სახელწოდება) ცხოვრობდნენ სახარებისეულ სიღარიბეში, ჰქონდათ საერთო ქონება და მისდევდნენ ასკეტური ცხოვრების წესს. ისინი არ ცნობდნენ საეკლესიო იერარქიას, რადგანაც მას გადაგვარებულად მიიჩნევდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4