Etym. ბერძ. martýs „მოწმე“ პიროვნება, რომელიც საკუთარი სარწმუნოებისათვის განიცდის დევნას, ტანჯვას და იღებს სიკვდილს. ეკლესია დასაბამიდანვე მიაგებდა პატივს მათ, ვინც რწმენას საკუთარი სისხლით ამოწმებდა. მოწამეობის ადგილას ყოველწლიურად იმართებოდა შეკრებები, შემდეგ იქ საღმრთო ნაგებობები იგებოდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4