A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბალ ბაპ ბარ ბას ბაჰ

ბაბიზმი

It. Babismo
რელიგიური მოძრაობა, რომელიც სპარსეთის შიიტური ისლამიდან იღებს დასაბამს. ბაბიზმის სახელწოდება მისი დამაარსებლის — საიდ ალი მუჰამად შირაზის (1819-1850) სახელიდან მომდინარეობს, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ჰაზრათ-ი ბაბი: მისი უმაღლესობა ბაბი, ანუ „კარი“, მიმყვანი ღმრთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობისაკენ. თავდაპირველად მოძრაობა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მას სულიერი ხელმძღვანელობა დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ბაბიზმი მთლიანად გამოეყო ისლამს და დამოუკიდებელ რელიგიად ჩამოყალიბდა, რომლის მიმდევრებიც დღეს მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფების სახით არიან შემორჩენილნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9