Etym. ლათ. discipulus, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან discere „სწავლა“ ძველ აღთქმაში ასე ეწოდება მოძღვრის სწავლების მიმდევარს (იგავ. 5:13; 10:17; 23:12.26). ახალ აღთქმაში იესოს მოწაფეები ეწოდებათ თორმეტ მოციქულს (მათ. 10:1), სამოცდათორმეტსა (ლუკ. 10:1) და იესოს ყველა მიმდევარს (მათ. 4:19, შმდ., 8:21, შმდ., მარკ. 2:14; საქმ. 6:1; 9:1.25; 11:26; 21:16), ვინც სახარებისეულ რადიკალურ მოწოდებას იღებს. იესოს მოწაფეთა შორის იყვნენ: იოსებ არიმათიელი (მათ. 27:57), მარიამ მაგდალელი (ლუკ. 8:2), იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია (საქმ. 1:23). ეს უკანასკნელი შემდეგ იუდას ნაცვლად აირჩიეს მოციქულად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4