A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნავ ნაზ ნათ ნაკ ნაო ნარ ნაუ ნაც ნაწ

ნაზორეველნი

Etym. ებრ. nazir „ვინც თავს იკავებს“, მაშასადამე, „განცალკევებული“, „კურთხეული“
It. Nazireato
მოკლევადიანი ან მუდმივი რელიგიური აღთქმის ძველი ებრაული ფორმა. მოითხოვდა მათრობელ სასმელთა მიღებისაგან თავის შეკავებას, გრძელი თმის ტარებას, სიწმიდის მკაცრ დაცვას (შდრ. ლევ. 10:8, შმდ.; 21:5. 11, შმდ.; რიცხვნ. 6:1-21). ნაზორეველნი იყვნენ სამსონი (მსაჯ. 13-16), სამუელი (1 სამ. 1:11, შმდ.), რეხაბის ძენი (იერემ. 35:6), შესაძლებელია, იოანე ნათლისმცემელი (ლუკ. 1:15) და წმიდა პავლე (საქმ. 18:18; 21:23, შმდ.)
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9