ებრაული სახელი ბაბილონეთისა, რომელიც ბიბლიურ სიმბოლიზმში მუდამ ბოროტ ძალას განასახიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მისი გამოყენება თავის გეგმათა განსახორციელებლად შეუძლია. ცნობილი ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაბადებაშია მოხსენიებული (11:1-9), ტერასებად ნაგებ კოშკს (ზიქურათს) წარმოადგენს. ბაბილონის აყვავების ხანაში გავრცელებული ამ ტიპის ნაგებობა სიმბოლოა კერპთაყვანისცემისა და ადამიანური ამპარტავნებისა, რომელსაც ღმერთი სჯის (ენათა აღრევა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4