Etym. გვიანლათ. patrinus, ნაწარმოებია სიტყვიდან pater „მამა“ ასე ეწოდებათ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის ნათლობის ან მირონცხების საიდუმლოთა აღსრულებაში და იღწვიან იმისათვის, რომ „მონათლულმა ადამიანმა იცხოვროს ნათლობის შესატყვისი ქრისტიანული ცხოვრებით და ერთგულად შეასრულოს მასთან დაკავშირებული ვალდებულებანი“ (CIC, კან. 872) ან ზრუნავენ, რომ „მირონცხების მიღების შემდეგ ადამიანი მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მოწმის შესაფერისად და ერთგულად შეასრულოს ამ საიდუმლოსთან დაკავშირებული ვალდებულებანი“ (CIC, კან. 892). ნათლიები ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მონაწილეობენ ხსენებულ წესებში (ტერტულიანე, „ნათლობის შესახებ“, თ. 18). ნათლია (მამაკაცი ან ქალი) უნდა იყოს 16 წლისა, კათოლიკე და მიღებული უნდა ჰქონდეს ევქარისტიისა და მირონცხების საიდუმლონი (CIC, კან. 874).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4