A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნავ ნაზ ნათ ნაკ ნაო ნარ ნაუ ნაც ნაწ

ნათლობა

Etym. ბერძ. báptein, baptízein „ჩაშვება“
It. Battesimo
პირველი საიდუმლოთაგანი: ნათლობის შედეგად მორწმუნე ღმრთის შვილად იქცევა, საეკლესიო საკრებულოს წევრი ხდება და მას პირველქმნილი და პიროვნული ცოდვები მიეტევება. სახარება მოგვითხრობს მონანიების შინაარსის მქონე იოანე ნათლისმცემლის ნათლობაზე (მათ. 3:11 და შესაბ.), რომელიც იესომაც მიიღო (მათ. 3:13-17 და შესაბ.). იოანეს ნათლისღება იესოს ახალი ნათლობის შესახებ აუწყებს ხალხს: „მე თქვენ წყლით გნათლავთ... ის მოგნათლავთ თქვენ სული წმიდით და ცეცხლით“. ნათლობის შესახებ სახარების სხვა თავებშიცაა საუბარი: „ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოან, 3:5); „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სული წმიდის სახელით“ (მათ. 28:19); „ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება“ (მარკ. 16:16). მაშასადამე, შეგვიძლია, ტრიდენტის კრების თანახმად, ვთქვათ, რომ ნათლობა იესო ქრისტემ დაამკვიდრა. მეორე მხრივ, მოციქულთა საქმეებში საუბარია ნათლობის წესზე, რომელიც პირველ ქრისტიანთა შორის იყო გავრცელებული; წმიდა პავლე მის თეოლოგიურ მნიშვნელობას განადიდებს და ამტკიცებს, რომ ნათლობა იესო ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან გვაახლოვებს (შდრ. რომ. 6:3-11). წმიდა ავგუსტინე ნათლობის წარუშლელ ხასიათს გამოკვეთს და „სისხლითა“ (მოწამეობა) და „სურვილით“ (ნათლობისაკენ თუნდაც სწრაფვა) ნათლობის შესაძლებლობას აზუსტებს. ნათლობას მღვდელი ან დიაკონი აღასრულებს, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს როლი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, მათ შორის მოუნათლავმაც. ნათლობა აღსრულდება ჩაშვების – მოსანათლავი ადამიანის წყალში დასველების ან წყლის პკურების – მეშვეობით. ამჟამინდელი ნათლობის წესი ითვალისწინებს ნათლობამდელ ცხებას, შემდეგ წყლის კურთხევას, სატანისაგან განშორებას, სარწმუნოების აღსარებას, უშუალოდ ნათლობის წესს, წმიდა მირონის ცხებას, თეთრი პერანგისა და ანთებული კელაპტრის – ქრისტეს სიმბოლოს, – გადაცემას, ეფათას წესის აღსრულებას.
See also: ეფათა
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9