Etym. ლათ. particula, კნინობითი ფორმა სიტყვისა pars(-tis) „ნაწილი“ თითოეული იმ ნაწილთაგან, რომლებადაც დაყოფს მღვდელმსახური ნაკურთხ ჰოსტიას. ასევე ეწოდება მორწმუნეთათვის ზიარებისათვის დარიგებულ ჰოსტიას. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ თავდაპირველად ეს ჰოსტია დიდი ზომის ევქარისტიული პურის ნატეხებს წარმოადგენდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4