A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეე ნეო ნეს ნეტ ნეშ

ნეემიას წიგნი

Etym. ნეემია ნიშნავს „იაჰვე ანუგეშებს“
It. Neemia, libro di
ბაბილონის გადასახლების მძიმე გამოცდის შემდეგ იუდაური საკრებულოს აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ეზრასთან ერთად. ნეემიას საქმიანობა აღწერილია ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნში, რომელიც თვით ნეემიას სახელს ატარებს (წიგნის 13 თავი სამ ნაწილადაა დაყოფილი) და თავდაპირველად ეზრას წიგნთან ერთად ერთ ლიტერატურულ მთლიანობას შეადგენდა. დაახლოებით 445 წელს იერუსალემში დაბრუნებულმა და მმართველად დანიშნულმა ნეემიამ (ნეემ. 5:1) იერუსალემის გალავანი აღდგინა (ნეემ. 2:11-4:17) და ქალაქის დაცვასა და მასში მოსახლეობის დაბრუნებას უხელმძღვანელა (ნეემ. 7:1-72). თავი გამოიჩინა როგორც ენერგიულმა, უანგარო, ლოცვისაკენ მიდრეკილმა პიროვნებამ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9