Etym. ბერძ. néos „ახალი“ + tomismo „თომიზმი“ ნეოსქოლასტიკაში აღნიშნავს მიბრუნებას წმიდა თომა აკვინელის მოძღვრებასთან (თომიზმი). ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა 1879 წელს პაპ ლეონ XIII-ის ენციკლიკაში Aeterni Patris. ნეოთომიზმის უდიდეს წარმომადგენლებად მიჩნეული არიან დ. მერსიე და ჟ. მარიტენი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4