A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეე ნეო ნეს ნეტ ნეშ

ნესტორიანული ეკლესია

It. Nestoriana, Chiesa
ეფესოს კრების (431) მიერ დაგმობისა და ქალკედონის კრების (451) მიერ გამოტანილი დადგენილების შემდეგ ნესტორის მიმდევრებმა თავი სპარსეთს შეაფარეს, სადაც ნესტორიანული ეკლესია დააარსეს. ამ ეკლესიის მისიონერებმა მალაბარამდე, ინდოეთამდე და ჩინეთამდე მიაღწიეს. XIV საუკუნეში ნესტორიანული ეკლესია 30 სამიტროპოლიტო კათედრასა და 250-მდე დიოცეზს მოიცავდა, თუმცა იმავე საუკუნეში დაიწყო მისი დაკნინებაც, დევნის, თურქთა ისლამიზაციისა და ნესტორიანელთა ჯგუფების (ქალდეველნი და მალაბარელი ქრისტიანები) კათოლიკე ეკლესიის წიაღში დაბრუნების (XVI საუკუნე) გამო. დღეს ნესტორიანული ეკლესია მოქმედებს ირანში, ერაყში, ინდოეთში, თურქეთში, სირიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, ქალაქ სან ფრანცისკოში, პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9