Etym. [ბერძნ. makários „ნეტარი“] რვა განცხადება (მათგან უკანასკნელი მეორდება და განივრცობა), რომლითაც იწყება მოწაფეთა და ხალხისადმი მიმართული იესოს ქადაგება მთაზე (მათ. 5:1-12; შდრ. ლუკ. 6:20-26). ეს განცხადებები ქრისტიანობის დიადი წესდებაა. თითოეული ნეტარება ორი ნაწილისაგან შედგება. ესენია:
ა) საკუთრივ ნეტარება, ანუ „მაკარიზმი“, რომელსაც მოსდევს კატეგორიის მითითება („ღარიბნი“, „მგლოვიარენი“ და ა.შ.);
ბ) „მოტივაცია“, ანუ გამართლება (წამძღვარებული კავშირით „ვინაიდან“), რომელიც განკუთვნილ ჯილდოზე მიუთითებს. ლუკას სახარებაში მხოლოდ ოთხი ნეტარებაა ჩამოთვლილი, რომელთაც მოსდევს ოთხი „ვაი მას“. ამ უპირატეს ნეტარებათა გარდა, ძველსა და ახალ აღთქმაში არაერთი სხვა ნეტარებაა დასახელებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4