A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ

ნოვაციელნი

It. Novaziani
სქიზმატიკოსი მღვდელმსახურის, ნოვაციუსის (†257/258წწ.) მიმდევრები. შემწყნარებლობის თავდაპირველი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ნოვაციუსი შემდეგ შეუძლებლად მიიჩნევდა ეკლესიის მიერ საკრებულოებში ლაფსთა კვლავ დაბრუნებას და მათ განკვეთას მოითხოვდა. ეს მკაცრი მიდგომა შემდგომში კიდევ უფრო გამოიკვეთა ხისტ პოზიციაში, რომლის თანახმადაც შერიგებაზე უარი უნდა მიეღო მძიმე ცოდვის ჩამდენ ნებისმიერ პიროვნებას. „წმიდათა ეკლესიის“ ამაღლებული იდეალის მომხრე ნოვაციუსი ჯიუტად დაუპირისპირდა პაპ კორნელიუსს, რის შედეგადაც ქვეყნიდან იქნა განდევნილი. მისი სახელობის სექტამ აღმოსავლეთში VI საუკუნემდე იარსება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9