Etym. ლათ. noveni (რიცხვითი სახელი) „ცხრა-ცხრა“ ლიტურგიული ან პარალიტურგიული მსახურება, რომელიც ზედიზედ ცხრა დღის განმავლობაში მეორდება და მიზნად ისახავს მორწმუნეთა მომზადებას მნიშვნელოვანი დღესასწაულისათვის (საშობაო, უბიწო ჩასახვის ნოვენა და ა.შ.). პიროვნული თვალსაზრისით, აღნიშნავს მადლის მიღების მიზნით თაყვანისცემის სახეობას და მდგომარეობს ზედიზედ ცხრა დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ლოცვათა წარმოთქმასა და მედიტაციაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4