A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ

ნოვიციატი

It. Noviziato
ასე ეწოდება მომზადების პერიოდს – მორჩილად ყოფნას, რომლითაც იწყება ცხოვრება სამოწესეო ინსტიტუციაში. ამგვარი მომზადების მიზანია, მორჩილებმა უკეთ გაიცნობიერონ ინსტიტუციისადმი თავიანთი კუთვნილების მოწოდება, გაეცნონ მასში არსებულ ცხოვრების წესს, გულითა და გონებით გაიზიარონ მისი სულისკვეთება და ამგვარად გამოსცადონ საკუთარი განზრახვა და ინსტიტუციის ცხოვრებასთან შესაბამისობა (CIC, კან. 646). ნოვიციუსთა აღზრდა ინსტიტუციისათვის დამახასიათებელი სრულყოფის ცხოვრებისთვის მათ თანდათანობით მომზადებას გულისხმობს (CIC, კან. 652, ნაწ. 1). საგანგებო კანონი განსაზღვრავს ნოვიციუსის აღზრდის რეგლამენტს (CIC, კან. 650, ნაწ. 1), რომლის ძირეული პუნქტებია:
ა) მორჩილებს სჭირდებათ დახმარება ადამიანურ და ქრისტიანულ სათნოებათა განვითარებაში;
ბ) სრულყოფის საპასუხისმგებლო გზისთვის ისინი ლოცვისა და საკუთარ თავზე უარის თქმის მეშვეობით უნდა მოემზადონ;
გ) საჭიროა მათი ხელმძღვანელობა ხსნის საიდუმლოებისა და საღმრთო წერილის კითხვისა და მასზე განსჯისას;
დ) მათ უნდა გაიარონ აუცილებელი მომზადება ლიტურგიაში ღმრთის მსახურებისათვის;
ე) ღმრთისა და ქრისტეში ადამიანებისადმი მიძღვნილი ცხოვრების მოთხოვნილებებისათვის ნოვიციუსები სახარებისეულ რჩევათა მეშვეობით უნდა მოემზადონ;
ვ) უნდა მიიღონ ინფორმაცია ინსტიტუციის ისტორიის, ცხოვრების, ხასიათისა და სულისკვეთების, მიზნებისა და დისციპლინის შესახებ;
ზ) უნდა აღიზარდონ ეკლესიისა და მისი წმიდა მოძღვრებისადმი სიყვარულით (CIC, კან. 652, ნ. 2).
ნოვიციატი, რომელიც, როგორც წესი, ერთ ან ორ წელიწადს გრძელდება, მოწესეობის დაფუძნების პირველი წლებიდანვე იღებს დასაბამს. მის შესახებ შესაბამის წესებში საუბრობენ წმიდა პახომი (292-346) და წმიდა ბენედიქტე. პაპმა გრიგოლ დიდმა 595 წელს, ფაქტობრივად, ნოვიციატი სავალდებულოდ გამოაცხადა ყველა მოწესისათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9