It. Nous/nous theoretikós ფილოსოფიური ცნება, რომელიც უმთავრესად, ზოგადად, აზროვნების უნარს აღნიშნავს. უფრო კონკრეტულად შეიძლება აღნიშნავდეს ინტელექტს, როგორც თეორიულ ინტუიციურ უნარს. ყველაზე ხშირად სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა აღნიშნული ტერმინი ანტიკურ სამყაროსა და შუა საუკუნეებში, თუმცა, ამავე დროს, ამ მნიშვნელობის მრავალი სახესხვაობა არსებობდა. ტერმინი შეიძლება აღიშნავდეს, აგრეთვე, ქმედით უნარს, homo faber, ანუ ტექნიკოსს, რომლის შესახებ სწავლებაც ჩამოაყალიბა ბერგსონმა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4