A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ობლ

ობლატები (მიძღვნილნი)

Etym. ლათ. oblatus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა offerre „შეთავაზებული“
It. Oblati/e
აღნიშნავს იმათ, „ვინც ღმერთს მიეძღვნა“. ძველად (IV ს.) ასე უწოდებდნენ ღმრთის სამსახურში ჩაყენების მიზნით მშობლების მიერ მონასტერში მიყვანილ ბავშვებს. მოგვიანებით ამ სახელით მოიხსენიებდნენ, აგრეთვე, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მონასტერში მიდიოდნენ (სამონასტრო ობლატები) ან იზიარებდნენ სამონასტრო სულიერებას, თუმცა თავად მონასტერში არ ცხოვრობდნენ (საერო ობლატები). ეს უკანასკნელნი ამგვარად მესამე ორდენის წევრებს შეიძლება შევადაროთ. რელიგიური კონგრეგაციები: წმიდა ამბროსის ობლატები, 1578 წელს მილანში, კარლო ბორომეოს მიერ დაარსებული საერო მღვდელთა კონგრეგაცია. მისი წევრები ეპისკოპოსის განკარგულებაში იყვნენ სამწყსო დავალებათა შესასრულებლად; უბიწო ქალწულ მარიამის ობლატი მისიონერები (Congregatio Missionariorum Oblatorum B.M.V. Immaculatae), დაარსდა 1816 წელს ე. დე მაზნოს (1782-1861, 1837 წლიდან მარსელის ეპისკოპოსი) მიერ. თავდაპირველად კონგრეგაციას ეწოდებოდა Missionnaires de Provence, ახალი სახელით კი ისინი 1826 წელს ლეონ XII-მ აღიარა. გარდა სახალხო მოსიონერობისა, მოღვაწეობდნენ სკოლებში, კოლეგიუმებსა და სემინარიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კვლევები მისიოლოგიის დარგში; ქალწულ მარიამის ობლატები, 1826 წელს პიუს ბრუნო ლანტერის მიერ სახალხო მოციქულობისა და შორეულ ქვეყნებში მისიონერობის მიზნით დაარსებული კონგრეგაცია; წმიდა ფრანცისკე სალელის ობლატები (Istitutum Oblatorum sancti Francisci Salesii) დაარსდა 1875 წელს და დამტკიცებულ იქნა ლეონ XIII-ის მიერ 1897 წელს. მისი წევრები მისდევენ წმიდა ფრანცისკე სალელის სულიერებას, ეწევიან სამწყსო, საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობას; წმიდა იოსების ობლატები (იოსებელნი ასტიდან), დაარსდა 1878 წელს ახალგაზრდათა აღზრდის, მათ შორის სამწყსო საქმიანობის წარმართვისა და მისიონერული საქმიანობის მიზნით. ობლატთა – როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა – შტოები დაიყოფა სამონასტრო ობლატებად (რომლებიც მარტივ აღთქმებს დებენ) და საერო ობლატებად (რომლებიც მხოლოდ დაკავშირებულია ცალკეულ მონასტერთან); ობლატები სარკეთა კოშკიდან, ეწოდებათ, აგრეთვე, ოლიველთა ქალთა ორდენის წევრებსაც. ეს ორდენი 1433 წელს რომში ფრანჩესკა რომანამ დააარსა ღარიბთა და სნეულთა დახმარების მიზნით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9