A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ოკა ოკუ

ოკულტიზმი

Etym. ლათ. occultus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა occulere „დამალვა“
It. Occultismo
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოდ დამკვიდრებული ტერმინი „ოკულტიზმი“ აღნიშნავს ცოდნისა და საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთა საგანიც მეცნიერულად შეუცნობადი და აუხსნადი ენერგია და რაობაა, რისი მართვაც შეუძლიათ ჩვეულებრივს აღმატებული უნარების მქონე პიროვნებებს განსაკუთრებულ ტექნიკათა დახმარებით. ოკულტიზმი – მაგიურ-მისტიკური მოძრაობა, ხშირად ურწყამდა ერთმანეთს რელიგიურ ჟანრებსა და კონცეფციებს სავარაუდოდ არსებული საერთო საიდუმლო ტრადიციის ძიებაში. ყველა მეორეხარისხოვანი ფენომენისათვის (გაღმერთებით დაწყებული და მოძრავი მაგიდებითა და გარდაცვლილთა სულების გამოძახებით დამთავრებული) „ნეოსპირიტუალისტური“ განმარტების პოვნის მისეული მცდელობა კი ხშირად გამხდარა გაუგებარი და ბანალური დასკვნის მიზეზი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9