A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვია ვიგ ვიზ ვიკ ვიშ ვიც

ვიზიტი ad limina

Etym. ლათ. ad limina „(მოციქულთა) საფლავებზე“
It. ad limina
ყოველი სადიოცეზო ეპისკოპოსისათვის აუცილებელი ვიზიტი პაპთან, რომელიც მოიცავს აგრეთვე პეტრე და პავლე მოციქულების საფლავების მონახულებას. ეს ვიზიტი ემსახურება იერარქიული თანაზიარების წარმოჩენასა და გაღრმავებას, ერთი მხრივ, ეპისკოპოსებსა და, მეორე მხრივ, საეპისკოპოსო კოლეგიის მეთაურს, პეტრეს მემკვიდრეს, რომის პაპს, შორის. კანონიკური სამართლის კოდექსისა (კან. 400) და Pastor bonus-ის თანახმად, ვიზიტი სამ მთავარ მომენტს მოიცავს:
ა) მომლოცველობას პირველ მოციქულთა საფლავებზე, რომელსაც საღმრთო მნიშვნელობა აქვს, რაც ლიტურგიულ მსახურებაში ხორციელდება. ეს მსახურება წმიდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკებში ტარდება, ეპისკოპოსთა სურვილის შემთხვევაში კი - წმიდა მარიამის უდიდესსა და ლატერანის წმიდა იოვანეს ბაზილიკებშიც;
ბ) ეპისკოპოსის შეხვედრას რომის პაპთან, რაც ძირითადად, პირად საუბარს გულისხმობს;
გ) ეპისკოპოსთა ურთიერთობას (ცალ-ცალკე, ჯგუფებად, თუ კომისიების ფარგლებში) რომის კურიის უწყებებთან - პეტრეს მსახურების თანამდებობრივ საშუალებებთან შეკითხვათა დასმის, პრობლემათა წამოჭრის, ინფორმაციის მოთხოვნის, განმარტებათა მიცემის, შესაძლო თხოვნებზე პასუხის გაცემის მიზნით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9