A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ოა ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ოპუ

ოპუს დეი

Etym. ლათ. „ღმრთის საქმე“
It. Opus Dei
წმიდე ბენედიქტესეული წესდების თანახმად (თ. 43), ლიტურგიული ლოცვა, რადგანაც ის ღმრთის მსახურებად (dominicum servitum) მიიჩნევა. გამონათქვამის ეს შემოკლებული ვარიანტი ჩვეულებრივ აღნიშნავს 1928 წელს მადრიდში არაგონელი მღვდლის, ხოსე მარია ესკრივა დე ბალაგერ ი ალბას (1902-1975) მიერ დაარსებულ მამაკაცთა საზოგადოებას (Societas sacerdotalis sanctae Crucis et Opus Dei), რომელსაც 1930 წელს ქალთა შტოც დაერთო. 1943 წელს აღმოცენდა წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო საზოგადოება, დამტკიცებული პიუს XII-ის მიერ 1950 წელს სახელწოდებით წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო ინსტიტუტი. 1982 წელს იოანე პავლე II-მ ოპუს დეის პერსონალური პრელატურის სტატუსი მიანიჭა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერო ინსტიტუტის – ოპუს დეის მმართველი ორგანო 1946 წლიდან რომში მდებარეობს. დაახლოებით 72 000 მისი (საერო და სასულიერო პირები) წევრი, ვისი სახელებიც გასაიდუმლოებულია, ყველა კონტინენტის 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ, თუმცა განსაკუთრებით ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში არიან წარმოდგენილნი. ოპუს დეის სულიერება მისმა დამაარსებელმა წარმოადგინა 1939 წელს გამოცემულ წიგნში „გზა“. რელიგიური თვალსაზრისით ტრადიციონალისტური ტენდენციის მატარებელი ოპუს დეი მიზნად ისახავს ყოველდღიური ცხოვრების წმიდაყოფას დამოწმებისა და შრომის მეშვეობით, ლოცვისა და სულიერების კონტექსტში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9