A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ოა ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ორა ორდ ორი ორმ ორფ

ორატორიელნი

Etym. ნაწარმოებია სიტყვიდან oratorio „სამლოცველო“
It. Oratoriani
1552 წელს წმიდა ფილიპე ნერის მიერ დაარსებული საერო მღვდელმსახურთა კონგრეგაციის წევრები. 1575 წელს კონგრეგაცია გრიგოლ XIII-მ დაამტკიცა (Institutum Oratorii sancti Philippi Neri). სახელწოდება მომდინარეობს „სამლოცველოდან“, სადაც იკრიბებოდნენ სალოცავად ფილიპე და მისი მეგობრები. ნერიმ უარი თქვა თავის საზოგადოებაში რამე წესისა თუ აღთქმის დამკვიდრებაზე და მას უბრალოდ „ქრისტიანული სიხარულის სასტუმრო“ უწოდა. ნერი ახალი სამწყსო მეთოდების მეშვეობით (მაგალითად, ქადაგება ბავშვებისათვის, მომლოცველობა, რელიგიური გალობა ხალხურ ენაზე, სულიერი წვრთნანი) ქალაქ რომის განახლებას ისახავდა მთავარ მიზნად. ანალოგიური კონგრეგაცია 1611 წელს, პარიზში კარდინალმა პიერ დე ბერულმა დააარსა (Congregatio Oratorii Jesu et Mariae Immaculatae).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9