Etym. ლათ. versicula „მოკლე ტექსტი“ ფსალმუნის (ან, ზოგადად, პოეტური ბიბლიური ნაწარმოების) ნაწილი, შედგენილი ერთი ფრაზისგან, რომელიც თავისთავად დასრულებულია და ორ, დაახლოებით თანაბარ და სიმეტრიულ წევრადაა განაწილებული. ლიტურგიაში ორმუხლედი ეწოდება ლოცვის ტექსტს, რომლის პირველ ნაწილს მხოლოდ ერთი მგალობელი წარმოთქვამს, მორწმუნეები კი ერთხმად უპასუხებენ მეორე ნაწილით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4