A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ოა ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ორა ორდ ორი ორმ ორფ

ორფიზმი

It. Orfismo
მისტიკური ხასიათის ყველაზე დიდი რელიგიური ფენომენი ძველ საბერძნეთში. შესაძლოა, მისი შთამაგონებელი ყოფილიყო თრაკიელი პოეტი ორფევსი (VI საუკუნე ქრისტემდე). ეს იყო ეზოტერიკული და სახალხო რელიგია, რომელიც რიტუალურ და ასკეტურ წესთა მეშვეობით ესწრაფვოდა სულის განწმედას, რისი საბოლოო მიზანიც ღმრთაებრივი სიწმიდის მიღწევა იყო. თუკი მიზანი არ მიიღწეოდა, სამშვინველი იძულებული იყო, რეინკარნაცია გაევლო სხვა სხეულში. ორფეული თეოგონია ემყარებოდა პირველსაწყისი პრინციპის – ქრონოსის (დროის) აღიარებას, რომელიც დიონისემდე ყველა ღმრთაებრივი არსების მშობლად იყო მიჩნეული. იგი ტიტანებმა დაგლიჯეს და შეჭამეს; ამ უმოწყალო საქციელის გამო ზევსმა ისინი ფერფლად აქცია. ტიტანთა ფერფლიდან აღმოცენდა კაცთა მოდგმა, რომელიც ორ საწყისს მოიცავს: სამშვინველს – ზეციურ, დიონისურ ელემენტს, რომელიც ღმრთაებრიობასთანაა კავშირში, და სხეულს – ბნელ, ტიტანურსა და მატერიალურ ელემენტს. ორფიზმის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ მან ასკეტური ძალისხმევა დაუკავშირა ღმრთაებრივის წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობას და დაამკვიდრა სიკვდილის შემდეგ გასამრჯელოს არსებობის იდეა. ორფიზმიდან მომდინარე ეთიკური მუხტი ბერძნულმა ფილოსოფიამ გაითავისა, ხოლო მოხეტიალე ორფისტთა კულტის ორგიული ელემენტები და მაგიური რიტუალები უარყოფილ იქნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9