A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პავლელნი

It. Paolini/e
ამ სახელით არიან ცნობილნი:
ა) პოლონეთის პირველი განდეგილის, წმიდა პავლეს მონაზვნები (Ordo Fratrum sancti Pauli primi Eremitae), XIII საუკუნის შუა წლებში უნგრეთში დაარსებული მათი სამონასტრო კონგრეგაცია სწრაფად გავრცელდა პოლონეთში, ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში;
ბ) წმიდა პავლეს საზოგადოების წევრები, რომელიც 1904 წელს ალბაში (კუნეო) ჯაკომო ალბერიონემ (1884-1971) დააარსა, 1949 წელს კი პაპმა პიუს XII-მ დაამტკიცა. წმიდა პავლეს სამოწესეო ორგანიზაციათა წევრები საზოგადოებრივი კომუნიკაციის ყველა საშუალების გამოყენებით მისდევენ სამოციქულო საქმიანობას, რაც ნამდვილ ქადაგებად მიიჩნევა და სიტყვით ქადაგებას უტოლდება. მათი სამოციქულო საქმიანობა, რომელსაც იტალიაში წმიდა პავლეს საგამომცემლო ჯგუფი უწევს კოორდინირებას, სხვადასხვა სექტორებად იყოფა და მოიცავს არა მხოლოდ საგამომცემლო საქმიანობას (მაგალითად, წმიდა პავლეს გამომცემლობის მიერ დასტამბული ცალკეული შრომები და პერიოდული გამოცემები, რომელთა შორის უმთავრესია „ფამილია კრისტიანა“ და „ჯეზუ“), არამედ კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც (მაგალითად, წმიდა პავლეს აუდიო-ვიზუალური გამოცემები). წმიდა პავლეს საზოგადოების გარდა, დონ ალბერიონემ დააარსა აგრეთვე ქალთა ოთხი სამოწესეო კონგრეგაცია (წმიდა პავლეს ასულები, ღმრთაებრივი მასწავლებლის სათნო მოწაფენი, იესო – კეთილი მწყემსის მონაზვნები, მოციქულთა დედოფალ მარიამის მონაზვნები), ოთხი საერო ინსტიტუტი და თანამშრომელთა ასოციაციები და ამგვარად მისცა დასაბამი „წმიდა პავლეს ოჯახს“.
გ) აგრეთვე, პავლელნი ეწოდებათ, 1920 წელს მილანში დააარსებული და 1950 წელს დამტკიცებული წმიდა პავლეს საზოგადოების საერო ინსტიტუტის წევრებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9