A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საერო ინსტიტუტები

It. Secolari, istituti
XVIII საუკუნიდან აღმოცენებული საკრებულოები (პროცესი უფრო ინტენსიური XX საუკუნეში გახდა), რომელთა წევრები – საერო და სასულიერო პირები – უთავსებენ ერთმანეთს საერო პროფესიულ საქმიანობასა და სახარებისეულ დარიგებათა თანახმად ცხოვრებას, ამავე დროს, არ ატარებენ საგანგებო სამოსს და არ მისდევენ კლაუზურის წესს ან რამე სხვა დადგენილ ნორმას. საერო ინსტიტუტთა იურიდიული სტატუსი გაურკვეველი იყო მანამ, სანამ პიუს XII-მ არ აღიარა ისინი დადგენილებით Provida Mater Ecclesia (1947) და დეკრეტით Primo feliciter anno (1948). ამგვარად, კანონიკური თვალსაზრისით, საერო ინსტიტუტები განსხვავდება როგორც რელიგიურ საკრებულოთაგან (ორდენები და საძმოები), ისე აღთქმათა არმქონე საერთო ცხოვრების საზოგადოებათაგან. საერო ინსტიტუტთაგან ყველაზე ცნობილია: ოპუს დეი (Opus Dei), კარდინალ ფერარის წმიდა პავლეს ძმობა, მამა ა. ჯემელის ღმრთის სასუფევლის მისიონერები (Missionari del regno di Dio di padre A. Gemelli).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9