A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პელ პერ პეს პეტ პეშ

პეტრეს პრივილეგია

It. Privilegio petrino
კანონიკური სამართლის პრინციპი, რომლის თანახმადაც, „მოუნათლავ მამაკაცს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მოუნათლავი ცოლი ჰყავს, კათოლიკე ეკლესიაში ნათლობის მიღების შემდეგ, თუკი პირველ ცოლთან თანაცხოვრება უჭირს, ნებისმიერი მათგანის დატოვება შეუძლია, ხოლო სხვები უნდა გაუშვას. იგივე წესი მოქმედებს რამდენიმე მოუნათლავი ქმრის მქონე მოუნათლავი ცოლისთვისაც“ (CIC, კან. 1148). გარდა ამისა, „მოუნათლავ პირს, რომელსაც კათოლიკე ეკლესიაში ნათლობის მიღების შემდეგ შესაძლებლობა არა აქვს, განაახლოს თანაცხოვრება მოუნათლავ მეუღლესთან პატიმრობის ან დევნის მიზეზით, ხელმეორედ სხვაზე ქორწინების უფლება აქვს, მაშინაც, თუკი მისმა მეორე ნახევარმა ამ დროს ნათლობა მიიღო“ (CIC, კან. 1149).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9